მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ „ოქროს ბურთის“ რეიტინგს ისევ დემბელე ლიდერობს, კვარაცხელია TOP 10-ში რჩება #1TVSPORT
22:32, 15.07.2025
სპორტულმა პორტალმა, Goal-მა განაახლა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე, მეორე ადგილს იკავებს „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი, მესამეზეა – პსჟ-ის ნახევარმცველი ვიტინია.
ტოპათეულში ასევე შედიან: რაფინია (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხი ფეხბურთელი: დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია და ნუნუ მენდეში.
„ოქროს ბურთი“ ნომინანტების სიას ჟურნალი „ფრანს ფუტბოლი“ აგვისტოში გამოაცხადებს, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება.