რეკლამა
ყველაზე მეტად ის იმსახურებს“ - დვალიშვილმა სასურველი მეტოქე დაასახელა

ყველაზე მეტად ის იმსახურებს“ - დვალიშვილმა სასურველი მეტოქე დაასახელა

"საქართველოში ყოფნისას დამირეკეს და მითხრეს: „ისიამოვნე დასვენებით შენს ქვეყანაში, დრო კარგად გაატარე და როდესაც ლას-ვეგასში ჩამოხვალ, ვახშამზე წავიდეთ და ავარჩიოთ, ვისთან და როდის გინდა იჩხუბო“. შოკში ვიყავი. მსგავსი რამ მანამდე არ მომხდარა. კორი სენდჰეგენი ყველაზე მეტად იმსახურებს შანსს. მინდა, რაც შეიძლება მალე ვიჩხუბო“, - თქვა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.


დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.


აქვე გეტყვით, რომ სენდჰეგენს (18-5) ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა."

 

FB კომენტარები
ეროვნული ლიგა
გამოკითხვა

მოგწონთ საიტი?

რეკლამა
მსგავსი სიახლეები