"კრიშტიანო რონალდოს და კატია ავეირო ფეხბურთელის მისამართით ბოლოდროინდელ კრიტიკას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი დიეგო ჟოტას დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრო, რაზეც მედიაში ბევრი დაიწერა.
პრესაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ კრიშტიანომ ჟოტას მეუღლე რუთს დაურეკა და უთხრა, რომ დაკრძალვას არ დაესწრებოდა, რადგან ამ გზით კამერებს და მედიისგან მეტ ყურადღებას თავიდან აირიდებდნენ.
"როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, დანაკარგის ტკივილთან ერთად, სასაფლაოზე კამერების ნაკადთან და ცნობისმოყვარე დამკვირვებლებთანაც მოგვიწია გამკლავება. თუ ვინმე გამომიგზავნის შეტყობინებას, სადაც ჩემი ძმის რაიმე ქმედებას აკრიტიკებს, დავბლოკავ.
ეს დამღლელი ხდება. ფანატიზმი. უმიზეზო კრიტიკა. ავადმყოფი საზოგადოება... ყველას ჰყავს ოჯახი. სასაცილო და სამარცხვინოა, რომ ტელეარხები, კომენტატორები და სოციალური მედია რონალდოს არყოფნას აშუქებენ, იმის ნაცვლად, რომ პატივი სცენ ჟოტას ხსოვნას. სამწუხაროა", - წერს ავეირო"