"ალს, რისი მიღებაც ისრაელისგან სხვადასხვა სექტორში შეუძლია.
საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელის კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, არ ეშინიათ არც კრიზისის და არც რუსთაველზე მიტინგების.
იციკ მოშემ ისრაელი-ირანის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, რეგიონში "ოქროს ხანა" დაიწყოს, თუმცა ამისთვის ისრაელს დახმარება სჭირდება. "შეუძლებელია 80% გააკეთოს ისრაელმა და მსოფლიომ მხოლოდ უყუროს",- განაცხადა მოშემ.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
უპირველეს ყოვლისა, მინდა საუბარი დავიწყოთ იმ სიტუაციით, რაც რეგიონში არის შექმნილი. დღეს ისრაელი არის ჩვენი ერთ-ერთი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორი. ის რაც ხდება ისრაელში, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზე და მთელს რეგიონზე...
ყველა ომი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ტურიზმზე, ეკონომიკაზე. ეს არ დაწყებულა ერთი და ორი წლის წინ. 1979 წელს, როდესაც ირანში მთავრობა შეიცვალა, იმ დღიდან არის განაცხადი, რომ უნდა გაანადგურონ ისრაელი. ირანს არ აქვს არავითარი დავა, მათ შორის, ტერიტორიაზე. განაცხადი აქვს, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. ცდილობს, რომ ბირთვული იარაღი განავითაროს. ირანი არც პალესტინელებზე არ ზრუნავს. თუ ისრაელის მისამართით ისვრის ბირთვულ რაკეტას, არა მხოლოდ ისრაელი, პალესტინაც მოისპობა.
ისრაელის გამარჯვებას შეუძლია შექმნას ახალი ახლო აღმოსავლეთი. ეს არის უდიდესი რამ საქართველოსთვის და გაფართოებული ახლო აღმოსავლეთისთვის. შეიძლება დაიწყოს "ოქროს ხანა" რეგიონში, მაგრამ ისრაელს სჭირდება დახმარება. შეუძლებელია 80% გააკეთოს ისრაელმა და მსოფლიომ მხოლოდ უყუროს.
რაში ხედავ „ოქროს ხანას“ რეგიონისთვის და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადაკონვერტირდეს ეკონომიკაში, გეოპოლიტიკაში და ა.შ.?
ყველა ადამიანი, რომელიც მოდის რეგიონში და უნდა განახორციელოს ინვესტიცია, ის საფრთხე, რომელიც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, აშინებს. არ ვიცი ირანის მოსახლეობა შეცვლის თუ არა მთავრობას, ალბათ, მოუნდებათ თავისუფალი ცხოვრება. წარმოიდგინეთ მშვიდობიანი, წარმატებული ირანი, სადაც ისტორიულად ღირსეული ხალხი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ რეგიონში ასეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორ იმოქმედებს მთელ რეგიონზე. ორი წლის წინ მე ვთქვი, რომ ეს არის დასავლეთის ომი ირანის წინააღმდეგ, როდესაც ისრაელი არის წინა ხაზზე. მშვიდობიანი ირანის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სხვა სამყაროს"
„ყველა ქართველმა უნდა შეძლოს ისრაელში სამუშაოდ შესვლა - თუ ეს ასე არ ხდება, არის არა ისრაელის, არამედ საქართველოს პრობლემა"
"ისრაელი მზად არის, მიიღოს 100 000 ადამიანი სამუშაოდ. ასევე შესაძლებელია, ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მხოლოდ 3 წუთი მოიცადოს, თუ ასე არ ხდება - ეს არის იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ფულს იღებენ იმისთვის, რომ ისრაელი გალანძღონ", - ამის შესახებ საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა და „ისრაელის სახლის" დამაარსებელმა იციკ მოშემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში " სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ბოლომდე არ იყენებს იმ პოტენციალს, რისი მიღებაც ისრაელისგან სხვადასხვა სექტორში შეუძლია.
საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელის კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, არ ეშინიათ არც კრიზისის და არც რუსთაველზე მიტინგების.
იციკ მოშემ ისრაელი-ირანის ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, რეგიონში "ოქროს ხანა" დაიწყოს, თუმცა ამისთვის ისრაელს დახმარება სჭირდება. "შეუძლებელია 80% გააკეთოს ისრაელმა და მსოფლიომ მხოლოდ უყუროს",- განაცხადა მოშემ.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
უპირველეს ყოვლისა, მინდა საუბარი დავიწყოთ იმ სიტუაციით, რაც რეგიონში არის შექმნილი. დღეს ისრაელი არის ჩვენი ერთ-ერთი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორი. ის რაც ხდება ისრაელში, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზე და მთელს რეგიონზე...
ყველა ომი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ტურიზმზე, ეკონომიკაზე. ეს არ დაწყებულა ერთი და ორი წლის წინ. 1979 წელს, როდესაც ირანში მთავრობა შეიცვალა, იმ დღიდან არის განაცხადი, რომ უნდა გაანადგურონ ისრაელი. ირანს არ აქვს არავითარი დავა, მათ შორის, ტერიტორიაზე. განაცხადი აქვს, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. ცდილობს, რომ ბირთვული იარაღი განავითაროს. ირანი არც პალესტინელებზე არ ზრუნავს. თუ ისრაელის მისამართით ისვრის ბირთვულ რაკეტას, არა მხოლოდ ისრაელი, პალესტინაც მოისპობა.
ისრაელის გამარჯვებას შეუძლია შექმნას ახალი ახლო აღმოსავლეთი. ეს არის უდიდესი რამ საქართველოსთვის და გაფართოებული ახლო აღმოსავლეთისთვის. შეიძლება დაიწყოს "ოქროს ხანა" რეგიონში, მაგრამ ისრაელს სჭირდება დახმარება. შეუძლებელია 80% გააკეთოს ისრაელმა და მსოფლიომ მხოლოდ უყუროს.
რაში ხედავ „ოქროს ხანას“ რეგიონისთვის და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადაკონვერტირდეს ეკონომიკაში, გეოპოლიტიკაში და ა.შ.?
ყველა ადამიანი, რომელიც მოდის რეგიონში და უნდა განახორციელოს ინვესტიცია, ის საფრთხე, რომელიც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, აშინებს. არ ვიცი ირანის მოსახლეობა შეცვლის თუ არა მთავრობას, ალბათ, მოუნდებათ თავისუფალი ცხოვრება. წარმოიდგინეთ მშვიდობიანი, წარმატებული ირანი, სადაც ისტორიულად ღირსეული ხალხი ცხოვრობს. წარმოიდგინეთ რეგიონში ასეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორ იმოქმედებს მთელ რეგიონზე. ორი წლის წინ მე ვთქვი, რომ ეს არის დასავლეთის ომი ირანის წინააღმდეგ, როდესაც ისრაელი არის წინა ხაზზე. მშვიდობიანი ირანის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ სხვა სამყაროს.
როგორი განწყობებია ისრაელის მსხვილ ქალაქებში? აღდგა პროცესები თუ კიდევ მოლოდინია ნეგატივის?
ისრაელში, სამწუხაროდ, შეეჩვივნენ ომებს, რაკეტებს. 1-საათიანი ინტერვალის დროსაც კი იწყება ფრენები და ადამიანები გამოდიან გარეთ. თუმცა, ყოველ საათში იყო სროლა. ისრაელში მუშაობენ ქართველები და გაქვთ გარკვეული ინფორმაციები. მათ არ ეშინიათ, რადგან ისრაელი აძლევს იმედს.
სცენარის ნეგატიური და პოზიტიური განვითარების შემთხვევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რეგიონი მაინც დაადგება მშვიდობის გზას, სად ხედავთ საქართველო-ისრაელის ურთიერთობას?
მთელ ჩვენ წარსულს, ქართულ- ებრაული ურთიერთობას უნდა დავარქვათ ერთი სახელი, ეს არის კარგი ურთიერთობა ორ ერს შორის. ყოველი დამატებითი სიტყვა დააზიანებს ჩვენს ხვალინდელ დღეს. ჩვენ ეს ურთიერთობა უნდა გამოვიყენოთ მომავალი კავშირებისთვის. სიტყვა "ქართველი ებრაელი " უნდა ამოიჭრას ამ ურთიერთობიდან. ქართველი ებრაელები საქართველოში თითქმის აღარ ცხოვრობენ. თქვენ წინაშეა მეგობარი ქვეყანა, რომელიც არის ლიდერი მსოფლიოში, რომელმაც დააჩოქა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატანა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა პოტენციალი აქვს ისრაელს.
მე პირადად, არ ვარ კმაყოფილი საქართველო -ისრაელის ამჟამინდელი ურთიერთობით. ისრაელი არის საკმარისი, რომ საქართველომ ყველა სფეროში მიიღოს თანამშრომლობა. თქვენ გყავთ მეგობარი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა 2 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ისრაელიდან შემოვიდეს წელიწადში 500 000 ტურისტი, რომელიც არის 500 მილიონი დოლარის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩამოდიან ინვესტორები, რომელთაც არ ეშინიათ არც ომის, არც კრიზისის, არც რუსთაველზე მიტინგების. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საჭიროა ვიცოდეთ ისრაელის ზომა და უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი ქვეყანა არის შენი მეგობარი.
ცოტა წყენანარევი არის ეს ყველაფერი ჩვენი მისამართით, რით ვერ გავიგეთ ისრაელის ზომა ამდენი წლის განმავლობაში?
ისრაელთან არის თავისუფალი მიმოსვლა? - არის. ერთი ქართველი არის, რომელიც შევიდა ისრაელში? - არის. დასაქმებული არის კანონიერად ისრაელში? - არის. პირდაპირი დავალებაა, რომ საქართველოდან უნდა ჩავიდეს მილიონი ტურისტი. ისრაელს სჭირდება მუშახელი? ხვალვე მზად არის ისრაელი მიიღოს 100 000 ადამიანი. ყველა ქართველმა უნდა შეძლოს ისრაელში შესვლა სამუშაოდ 1 დოლარის გადახდის გარეშე. ვეუბნები ყველას, არ გადაიხადოთ 10 000 დოლარი, ეს არის დანაშაული, საქართველოს მიმართ, ისრაელის მიმართ და ეს არის დანაშაული ამ კავშირების. საქართველოდან შეუძლიათ ადამიანებს შევიდნენ ყველანაირი გადასახადის გარეშე, ყველა ტურისტს შეუძლია შევიდეს ისრაელში, ყველა კანონი არის ამისთვის, დანარჩენს თუ ვერ გააკეთებთ, ეს არ არის ისრაელის პრობლემა, ეს არის საქართველოს პრობლემა, ეს არის ქართული ენჯეოების პრობლემა და იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ფულს იღებენ იმისთვის, რომ ისრაელი გალანძღონ.
ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო- ისრაელის ურთიერთობები იყოს გამართული. მე მზად ვარ ჩავერთო, შესაძლებელია მოგვარდეს, რომ ქართველმა ტურისტმა ისრაელის აეროპორტში მოიცადოს მხოლოდ 3 წუთი, შესაძლებელია, რომ ქართველი ტურისტი შევიდეს ისრაელში ღირსეულად, როგორც ეკუთვნის. მე მზად ვარ დავეხმარო ყველა ქართულ ორგანიზაციას, თუ ამის გაკეთება მოუნდათ. ეს საკითხები ძალიან მოქმედებს, კიდევ კარგი ისრაელის ტურისტებმა ქართული არ იციან.
„ისრაელი იხვეწება, რომ ქართველები სამუშაოდ ჩავიდნენ“
სამთავრობათაშორისო ურთიერთობები რას აკეთებს ასეთ დროს, რა ფუნქცია აქვთ მათ და რატომ ვერ ხდება ამ საკითხების მოგვარება?
თქვენ გინდათ, რომ ომის პირობებში ისრაელმა კანონებიც გამოუშვას და ყველა პირობა შექმნას? ირანს უნდოდა ისრაელის ბოლომდე განადგურება და თქვენ ელოდებით მეგობარ ქვეყანას? ქართულმა მხარემ უნდა იცოდეს, რა არის ქართული ინტერესი. უნდა მიხედოს ქართულმა მხარემ ამ საკითხს და ისრაელს მოელაპარაკოს. ისრაელი ამის ინიციატორი არ იქნება. ყველა შანსს ეძებს, რომ ანტიისრაელური სტატია დაწეროს, ალბათ, იქაც იციან, რომ ის ვინც შედის, ანტიისრაელური განწყობითაა და მაგიტომ არ უშვებენ ისრაელში. ისრაელი იხვეწება, რომ ქართველები შევიდნენ სამუშაოდ. პროფესიონალებიც არიან და მეგობრებიც არიან.
ეს საკითხი როცა დაგიყენებია პალატის ეგიდით, რა იმპულსი წამოსულა საქართველოს მთავრობის მხრიდან?
მე თუ არ დავინახე ქართული ინტერესი, არ მაინტერესებს ეს თემა. ვნახოთ ამ გადაცემის შემდეგ, რა ინტერესი იქნება.
საშუალოდ, ისრაელიდან ყოველწლიურად 200 000 ტურისტი შემოდის, უძრავ ქონებაზე ინვესტიციების მოთხოვნა იზრდება, სტარტაპ ეკოსისტემა და ა.შ. ასევე საკმაოდ დიდია კონტრიბუცია ისრაელის მხრიდან. რა შანსები გვაქვს რომ ნახევარ მილიონამდე ავიყვანოთ ტურისტების შემოდინება საქართველოში, გავზარდოთ კონტრიბუცია ჩემს მიერ ჩამოთვლილ სექტორებში და ისრაელიდან ადამიანური რესურსების შემოდინება დავასტიმულიროთ?
ისრაელი თურქეთიდან ყიდულობდა 10 მილიარდი დოლარის პროდუქციას. როცა თურქეთის და ისრაელის ურთიერთობა ჩავარდა, ბუნებრივია, აღარ უნდათ თურქეთიდან იმპორტი განახორციელონ. ამ დროს საქართველომ ხომ უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თურქეთი შეცვალოს ძალიან ბევრ საკითხში?!
გვაქვს ამის რესურსი?
ასეთი ლამაზი ქვეყანა მგონი მსოფლიოში არ არის და ასეთი ნოყიერი მიწა.
ხომ იცით, რომ მაგის რესურსი არ გვაქვს, რომ თუნდაც ის ვაკუუმი საქართველომ შეავსოს, ჩვენ თვითონ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა…
მე არ ვსაუბრობ 10 მილიარდზე, მაგრამ კვარტალში 100 მილიონი რომ იყოს. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ისრაელში 24 საათი, ასე რომ ქართველს მუშაობა შეუძლია, მთავარია სურვილი იყოს. ინვესტიციებს რაც შეეხება, 80% არის ემოციური ინვესტიციები. ქართული გარემო მოქმედებს ისრაელელ ინვესტორებზე. პირველი სტარტაპი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს მილიარდ დოლარად, შეიძლება მოხდეს რომელიმე სოფელში, ქართველს აქვს ამის ნიჭი. ჩვენი მიზანია საქართველო- ისრაელის ძლიერი კავშირი, ამიტომ შენთან ვლაპარაკობ საქართველოს მინუსებზე, ისრაელში ვლაპარაკობ ისრაელის მინუსებზე, რათა მთელი ენერგია ჩაიდოს ამ ურთიერთობებში."