"ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, მტრის გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ნებისმიერ ახალ უგუნურ ქმედებას ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მოულოდნელი რეაქცია მოჰყვება.
ირანული მედიის თანახმად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ფარგლებში ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო სარაკეტო დარტყმების 22 ტალღა განახორციელეს, რამაც „ოკუპირებული ტერიტორიების ქალაქებს“ მძიმე დანაკარგები მიაყენა."