"UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა Sky Sports-თან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრიტანელი მებრძოლის თქმით, თუ ის ილია თოფურიას ერთ რაუნდს გაუძლებს, „ელ მატადორი“ ანერვიულდება, ამას კი ჩხუბში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებ
"ჩემს გვერდით ის ნერვიულობას იწყებს. როგორც იცით, ჩხუბში ემოციებს დიდი როლი აქვს. ვფიქრობ, თოფურიას კრიპტონიტი ვარ. შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე მართლა მჯერა, რომ მისი დაფინიშება შემიძლია. ის გამოვა და შეეცდება, თავი მომაძროს, რასაც ვერ იზამს. ილიამ იმდენჯერ ისაუბრა პირველ რაუნდში დანოკაუტებაზე, რომ როდესაც პირველ რაუნდს გავუძლებ, ეს მის ფსიქიკაზე იმოქმედებს“.
პიმბლეტმა ასევე ისაუბრა იმაზე, ვინ უფრო დაიმსახურა ქამრისთვის ჩხუბი, მან თუ არმან ცარუკიანმა.