"თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, 2031 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და წლის განმავლობაში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აეროპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს."