კერძოდ, დედაქალაქის მერიის ცნობით, 23 ივლისის 07:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე, სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან – შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.
„ასევე, ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებეკვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
გარდა ამისა, მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386 და მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით – 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.ნ.