"ვფიქრობ, მამარდაშვილს ლივერპულის ღირსეულად წარმოჩენისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს. რა თქმა უნდა, ძირითად მეკარედ დარჩება ალისონი, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ როგორ გაუწიოს მას კონკურენცია. ის მაღალი დონის გოლკიპერია, ბრწყინვალე რეაქციითა და სხვა მონაცემებით.
ქართველი მეკარე იგერიებს რთულ ბურთებს და ფეხითაც კარგად თამაშობს. დიახ, მერსისაიდული გუნდის სათამაშო სტილს ის მშვენივრად მოერგება. "წითლების" ქომაგებს ელით ძალიან საინტერესო სეზონი, არა მხოლოდ გოლკიპერების გამო", - განაცხადა პოლონელმა.