"საქართველოში ლარის კრედიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 13.9%-ს შეადგენს, რაც წარმოადგენს 5.9%-იან სპრედს ქვეყანაში არსებული ცენტრალური ბანკის განაკვეთისგან. მსოფლიოს ქვეყნებში საბანკო საპროცენტო განაკვეთების მოცულობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოცულობა, კერძოდ კი საბანკო საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის რამდენიმე პროცენტით აღემატება იმ განაკვეთს, რაც ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთად არის განსაზღვრული. აშშ-ში FED-ის განაკვეთი 4.5%-ია, საშუალო საბანკო საპროცენტო განაკვეთი კი 2025 წლის ივლისის მდგომარეობით 7.5%-ს შეადგენს, შესაბამისად აშშ-ში ამ მხრივ 3%-იანი სპრედია.
საფრანგეთში საბანკო საპროცენტო განაკვეთი 4.18%-ია, მაშინ როდესაც ევროპის ცენტრალური ბანკის ECB განაკვეთი 2.15%-ია, რაც 2%-იან სპრედს წარმოადგენს საბაზო განაკვეთთან მიმართებით. გერმანიაში საპროცენტო განაკვეთი 4.64%-ია, რაც ECB-ის განაკვეთთან 2.5%-იან სპრედს წარმოადგენს.
რაც შეეხება ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, საბანკო კრედიტი ყველაზე ძვირი ღირს არგენტინაში, სადაც განაკვეთი 61.71%-ია, მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 60.40%-ით, მესამე ადგილზე კი "ვენესუელაა 58.84%-ის საშუალო საბანკო საკრედიტო განაკვეთით"
"მავრიკი6.48%
ესტონეთი6.16%
საბერძნეთი6.04%
კოსოვო6.01%
ბოტსვანა6.01%
ალბანეთი5.75%
ჩრდილო მაკედონია5.71%
ჩეხეთი5.67%
ომანი5.64%
პალესტინის ტერიტორია5.62%
ლიტვა5.60%
მაკაუ, ჩინეთი5.51%
ბრუნეი5.50%
კვიპროსი5.37%
სლოვაკეთი5.30%
ჰონგ კონგი, ჩინეთი5.25%
სინგაპური5.25%
კანადა5.20%
მალაიზია5.06%
ქუვეითი5.05%
კატარი5.04%
ბაჰრეინი5.01%
პანამა4.75%
გერმანია4.64%
სამხრეთ კორეა4.53%
ბულგარეთი4.45%
იტალია4.40%
ბელგია4.26%
ბოსნია და ჰერცეგოვინა4.23%
საფრანგეთი4.18%
ავსტრია3.96%
ლუქსემბურგი3.70%
მალტა3.44%
ტაივანი3.27%
ჩინეთი3.10%
ისრაელი2.94%
დანია2.50%
შვედეთი2.35%
იაპონია1.63%"